EUR?lang=2?lang=2?lang=2?lang=2
chateauateni

ჩვენს შესახებ

ჭეშმარიტი ღვინის მოყვარულებო (და არა მხოლოდ), მონიშნეთ ჩვენი "შატო ატენი" ქართლის რეგიონში მოგზაურობისას აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში. გორიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე დაგხვდებათ ნამდვილი ხარისხის ღვინისა და ჭაჭის შესაფერი გარემო - მრავალფეროვანი მარნები, ულამაზესი ეზო და უგემრიელესი კერძები ისე მოგხიბლავთ, რომ უკან დაბრუნება აღარ მოგინდებათ.

„შატო ატენე“ ​​საუკეთესო ადგილია ტურისტებისთვის, სადაც მათ შესთავაზებენ ექსკურსიას ვენახში, ღვინის წარმოების პროცესის აღწერას, დეგუსტაციას, ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს და მასტერკლასებს.

„შატო ატენის“ ისტორია 2010 წლიდან იწყება, როცა პირველი ვენახი გავაშენეთ; პირველი კარგი მოსავალი 2015 წელს მივიღეთ; 2016 წელს დავასხათ პირველი ბოთლი ღვინო და გავხსენით სადეგუსტაციო მარანი, სადაც ტურისტებს ვთავაზობთ ვენახის დათვალიერებას, ღვინის წარმოების პროცესის აღწერას, დეგუსტაციას, ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს და მასტერკლასებს.

შატოში ვაწარმოებთ ოთხი სახეობის ღვინოს: ატენურს, ჩინურს, თავკვერს, ხიდისთაურს და სამი სახეობის ჭაჭას: კლასიკური, მუხის კასრებში დაძველებული და ტარხუნაზე დაყენებული.

ღვინო იწარმოება მხოლოდ ყურძნის წვენისგან, ყოველგვარი დანამატების გარეშე, არ ვიყენებთ საფუარს და ქიმიურ საშუალებებს. ღვინო არის გაუფილტრავი და გადის ბუნებრივ გაწმენდის პროცესს მინიმუმ 9 თვის განმავლობაში.

ჩვენი უპირატესობაა ჩვენი ვენახი და საკუთარი მეღვინეობის ტექნოლოგია. ჩვენი ვენახი ატენის მიკროზონაში საუკეთესო ადგილას არის გაშენებული, ყურძენი საუკეთესოა, შესაბამისად ღვინოც საუკეთესოა.

იცით, რატომ არის ჩვენი ღვინო და ჭაჭა ასეთი გემრიელი და ხარისხიანი? ჩვენმა მშობლებმა გადმოგვცეს ვაზისა და ვენახების სიყვარული, რაზეც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით და ყოველდღიურად ვშრომობთ, რათა წარმატებით განვავითაროთ ვაზის კულტურა ჩვენს რეგიონში, ქართლში.

გახდი ჩვენი საამაყო საქმის პარტნიორი, ეწვიე ჩვენს შატოს და დააგემოვნე ხარისხიანი ღვინო და ჭაჭა ჩვენთან ერთად. სასიამოვნო გარემო და უგემრიელესი კერძები ხელს შეუწყობს თქვენს აღფრთოვანებას.